გავრცელდა ინფორმაცია თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ
მსოფლიო

გურბანგული ბერდიმუჰამედოვი თურქმენეთის პრეზიდენტი
ფოტო:არქივი
თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალების შესახებ, ინფორმაციას რუსული მედია ევრაზიის პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ ასლან რუბაევზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი თქმით, თურქმენეთის პრეზიდენტის გარდაცვალების შესახებ, მას ბიზნესმენებმა აცნობეს, რომლებიც აშხაბადში საქმიანობენ.
რუსული მედიის ცნობით, გურბანგული ბერდიმუჰამედოვი შვებულებაში 2019 წლის 15 ივლისს გავიდა. პირველი ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ 20 ივნისს Telegram-ში გაჩნდა.
მანამდე კი YouTube-ის არხმა „თავისუფალი თურქმენეთი“ აშხაბადის კორესპონდენტზე დაყრდნობით განაცხადა, რომ თურქმენეთის პრეზიდენტი 20 ივნისს თირკმელის უკმარისობით გარდაიცვალა.





