ევროკომისიის პრეზიდენტად ურსულა ფონ დერ ლეიენი აირჩიეს
მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი
ფოტო: shutterstock.com
გერმანიის თავდაცვის მინისტრი ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად აირჩიეს. ის ამ თანამდებობაზე 1 იანვრიდან ჟან-კლოდ იუნკერს შეცვლის. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტართა ხმების ნახევარზე მეტი მოიპოვა. ურსულა ფონ დერ ლაიენი გერმანიის თავდაცვის მინისტრის თანამდებობას 17 ივლისიდან დატოვებს.
ვინ შეცვლის მას გერმანიის თავდაცვის მინისტრის პოსტზე, ჯერჯერობით უცნობია. ამ თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა 2013 წელს ტომას დე მაიზიერი შეცვალა.
ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობაზე ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპულმა საბჭომ 2 ივლისს წარადგინა.





