ტრამპი გაუპატიურების ბრალდებაზე: ის ქალი ჩემს გემოვნებაში არ ჯდება
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: Shutterstock.com
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ჟურნალისტ ელისაბედ ჟან კეროლის ბრალდებებს, რომელიც თეთრი სახლის ლიდერს გაუპატიურებაში ადანაშაულებს.
„სრული პატივისცემით ვიტყვი: ჯერ ერთი, ის ჩემს გემოვნებაში არ ჯდება. და მეორე - ეს არასოდეს მომხდარა. ეს სრული სიცრუეა. მე მის შესახებ საერთოდ არაფერი ვიცი, ამ ქალს არ ვიცნობ. საშინელებაა, რომ ადამიანებს ასეთი განცხადებების გაკეთება შეუძლია“, - განაცხადა ტრამპმა გამოცემა The Hill-თან ინტერვიუში.
ამერიკელი მწერალისა და ჟურნალისტის ელისაბედ ჟან კეროლის განცხადებით, ძალადობა 90-იან წლებში გასახდელ ოთახში მოხდა. თეთრი სახლის ლიდერი ამ ბრალდებას უარყოფს და ამბობს, რომ ეს ისტორია ქალმა თავისი ახალი წიგნის გაყიდვების გაზრდის მიზნით მოიგონა.





