25 აპრილი 2017, 12:10
imedi
ჩილეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
მსოფლიო

გაზიარება
ჩილეს სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა - 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის. ეპიცენტრი ვალპარაისოს სანაპირო ზოლიდან 35 კილომეტრში დაფიქსირდა.
მოსახლეობამ ქალაქის დატოვება დაიწყო, რამაც საცობები გამოიწვია. ქალაქის ზოგიერთ უბანში გაითიშა მობილური ქსელები.
ცუნამის საფრთხე არ არსებობს.
დაფიქსირდა აფთერშოკები - 5,0 და 5,4 მაგნიტუდის სიმძლავრის, რაც სანტიაგოს მოსახლეობამაც იგრძნო.





