21 აპრილი 2017, 02:19
imedi
ტრამპი და ერდოღანი ერთმანეთს ნატო-ს სამიტამდე შეხვდებიან
მსოფლიო

გაზიარება
თურქეთის და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები ერთმანეთს მაისში, ნატოს სამიტამდე შეხვდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
რუსული მედია შეხვედრის თარიღს კიდევ უფრო აკონკრეტებს და კონკრეტული წყაროს დაუსახელებლად ამტკიცებს, რომ შეხვედრა ვაშინგტონში 16-17 მაისს გაიმართება.
ეს შეხვედრა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ორი დღის წინ, CNN-თვის მიცემულ ინტერვიუში დააანონსა, როდესაც მან ტრამპთან სატელეფონო საუბრის დეტალები დააკონკრეტა.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თურქეთის პრეზიდენტს ტელეფონით საკონსტიტუციო რეფერენდუმში გამარჯვება მიულოცა.





