ტრამპმა ტექნოლოგიური საფრთხეების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი
ფოტო: არქივი
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ამერიკულ კომპანიებს იმ უცხოური სატელეკომუნიკაციო კომპანიებით სარგებლობა აეკრძალათ, რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას რისკის ქვეშ აყენებენ. ამის შესახებ BBC წერს.
ბრძანებაში კონკრეტული კომპანია არ არის ნახსენები, თუმცა ესპერტები ვარაუდობენ, რომ ჩინური სატელეკომუნიკაციო გიგანტი Huawei იგულისხმება.
Reuters-ი დღეს წერდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამერიკულ კომპანიებს ჩინურ სატელეკომუნიკაციო კომპანია Huawei-ს ტექნიკის გამოყენებას აუკრძალავს.
შესაბამის ბრძანებაზე ხელმოწერას Reuters-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი ამ კვირაში აპირებდა.





