პარიზში 1 მაისთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა
მსოფლიო

პარიზი
ფოტო: Twitter
საფრანგეთის პოლიციამ პარიზში 1 მაისის დღესთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ყოველწლიურ აქციას ათასობით პარიზელი შეუერთდა, რომელთა მიზანიც მშრომელთა დღის აღნიშვნა იყო. CNN-ის ცნობით, მედიასაშუალების წარმომადგენელმა დაინახა ერთი კაცის დაშავების ფაქტი, მაშინ როდესაც დემონსტრანტები პოლიციელების მიმართულებით ქვებს ისროდნენ.
აქციის მონაწილეებს შორის იყვნენ "ყვითელჟილეტიანებიც", ზოგიერთ დემონსტრანტს კი სახეზე გაზის საწინააღდეგო ნიღაბი ეკეთა.
პარიზის პოლიციის პრესსპიკერის განცხადებით, სამართალდამცველებმა აქციის 200-მდე მონაწილე დაკავეს. ქალაქის მასშტაბით უსაფრთხოებას 7000-მდე სამართალდამცველი იცავდა





