imedi
თურქეთში ჩამოვარდნილ ვერტფრენში საარჩევნო კომისიის წევრი მოსამართლეები ისხდნენ
მსოფლიო

თურქეთში პოლიციის ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა. საფრენი აპარატის ბორტზე სულ 12 ადამიანი იმყოფებოდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
ბორტზე მყოფთა შორის იყვნენ: 7 პოლიციელი, 2 მოსამართლე და ეკიპაჟის 3 წევრი. თურქული სააგენტოების ცნობით, შემთხვევა ადგილობრივი დროით 13:30 საათზე მოხდა. ვერტმფრენმა კატასტროფა აფრენიდან 10 წუთში განიცადა. წინასწარი ინფორმაციით, კატასტროფის მიზეზი შესაძლოა უამინდობა გამხდარიყო. ბორტზე მყოფი მოსამართლეები საარჩევნო კომისიის წევრები იყვნენ.
სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში სამხედროები და მაშველები ჩაერთვნენ.
Helicopter carrying 14 people, including 8 police officers, has crashed in Turkey's eastern Tunceli province. pic.twitter.com/dWUhdMaxGT
— BREAKING.UK (@BreakingDotUK) April 18, 2017





