21 აპრილი 2019, 08:32
შრი-ლანკაზე ორ ქრისტიანულ ტაძარში აფეთქება მოხდა
მსოფლიო

ფოტო: shutterstock.com
გაზიარება
შრი-ლანკაზე ტერორისტული თავდასხმა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ამავე ცნობით, აფეთქება მოხდა ორ ქრისტიანულ ტაძარში, სადაც მორწმუნეები აღდგომას ზეიმობდნენ.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ მესამე აფეთქების ხმა გაისმა შრი-ლანკაზე მდებარე ერთ-ერთ სასტუმროშიც.
სულ მცირე 80 დაშავებული საავადმყოფოებში გადაიყვანეს,
სხვა დეტალები ჯერ უცნობია.





