ჯულიან ასანჟი დააკავეს
მსოფლიო

ჯულიან ასანჟი
ფოტო: Facebook
ლონდონში ეკვადორის საელჩოში Wikileaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC დიდი ბრიტანეთის პოლიციაზე დაყრდნობთ ავრცელებს.
ეკვადორმა ასანჟს თავშესაფრის მინიჭებაზე უარი უთხრა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ლენინ მორენომ განაცხადა.
ტელეკომპანია Sky News-მა ასანჟის დაკავების კადრები გამოაქვეყნა.
This is the moment WikiLeaks founder Julian Assange was arrested at the Ecuadorian embassy in central London - where he lived since 2012.
— Sky News (@SkyNews) April 11, 2019
Police were invited into the embassy by the Ecuadorean ambassador - read the full story here: https://t.co/MkyANHxH8x pic.twitter.com/cEChnHQBbN
ასანჟმა ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს თავი 2012 წელს შეაფარა მას შემდეგ, რაც დიდი ბრიტანეთის სასამართლომ შვედეთისთვის მის გადაცემაზე გადაწყვეტილება მიიღო. აშშ-ში მიმდინარეობს გამოძიება 2016 წლის არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ, რომელშიც WikiLeaks-ი და ასანჟიც ფიგურირებენ. არსებობს ეჭვები ასანჟის კრემლთან კავშირების თაობაზეც.
WikiLeaks-ის დამფუძნებელი ჯულიან ასანჟი ცნობილი გახდა გამოქვეყნებული პუბლიკაციებით, რომელიც ავღანეთსა და ერაყში აშშ-ის სამხედრო ოპერაციებს შეეხებოდა. 2010 წელს მისი პერსონით აშშ-ის ხელისუფლება დაინტერესდა. ასანჟი შვედეთში ჩავიდა, თუმცა მხარდაჭერა ვერ მიიღო.
შვედეთის სასამართლომ ის სექსუალურ ნიადაგზე დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად სცნო და საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ასანჟი ლონდონში დააკავეს, თუმცა გირაოთი გაათავისუფლეს. მისი ადვოკატები აცხადებენ, რომ ასანჟის მიმართ ბრალდებები შეკვეთილი და პოლიტიზებულია.
აშშ მას სახელმწიფო დეპარტამენტის საიდუმლო დოკუმენტაციის პუბლიკაციაში ადანაშაულებს. ჟურნალისტს 35 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ან სიკვდილით დასჯა ემუქრება.





