15 აპრილი 2017, 00:35
imedi
იერუსალიმში, ვია დოლოროსას გზაზე, მსვლელობა გაიმართა
მსოფლიო
გაზიარება
ვნების კვირის ყველაზე მძიმე დღეს, წითელ პარასკევს იერუსალიმში ვია დოლოროსაზე მსვლელობით აღნიშნავენ. მომლოცველები იმ გზას გადიან, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა იესო ქრისტემ გოლგოთამდე განვლო. პილიგრიმები 14-ჯერ ჩერდებიან - იქ, სადაც მაცხოვარმა შეისვენა. მსვლელობა აღდგომის ტაძარში სრულდება.





