14 აპრილი 2017, 12:36
ია შათირიშვილი
რომის პაპმა ფეხთბანვის ცერემონია ციხეში ჩაატარა
მსოფლიო
რომი
გაზიარება
რომის პაპმა დიდ ხუთშაბათს ფეხთბანვის ცერემონია რომთან ახლოს ციხეში ჩაატარა. პონტიფიკოსმა 12 პატიმარს დაბანა ფეხები. ეს პირველი შემთხვევა არ ყოფილა, როცა ტრადიციული ცერემონია არატრადიციულ ადგილზე ჩატარდა.
პირველად რომის პაპმა ფრანცისკმა ფეხთბანვის ცერემონია არასრულწოვანთა კოლონიაში 2013 წელს ჩაატარა, 2014-ში მანვე დიდ ხუთშაბათს ფეხები მოხუცებულთა სახლში ხანდაზმულებს და ინვალდებს დაბანა. მომდევნო წლებში კი ცერემონია დევნილთა ბანაკსა და ციხეში ჩატარდა. ცერემონია, ახალი აღთქმიდან იმ ეპიზოდს იმეორებს, როცა მაცხოვარმა საიდუმლო სერობის შემდეგ 12 მოციქულს ფეხები დაბანა.





