ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეციალური გამოძიების შედეგები ცნობილია
მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი დონალდ ტრამპი
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის რუსულ კავშირებზე სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ ჩატარებული გამოძიებიდან ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთთან შეთქმულება არ დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
რობერტ მიულერმა ტრამპის რუსეთთან შეთქმულებისა და რუსეთის მიერ 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის შესახებ მტკიცებულებები ვერ აღმოაჩინა. ანგარიშის თანახმად, იმის მტკიცებულება, რომ დონალდ ტრამპი ან მის წინასაარჩევნო კამპანიაში მომუშავე რომელიმე პირი რუსეთთან იყო შეკრული, არ დასტურდება.
23 მარტს აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა. გამოძიება 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში 34 ადამიანს წაუყენეს ბრალდება. მათ შორის იყვნენ აშშ-ის ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე რიკ გეიტსი, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი და ასევე ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი.
მომხდარს ნიუ-იორკელმა დემოკრატიც გამოეხმაურა მიკრობლოგ Twitter-ზე და იმედი გამოთქვა, რომ, მიულერს სრული ანგარიში და მასთან დაკავშირებული მასალები მალე გასაჯაროვდება.





