აშშ-ში ტრამპის რუსული კავშირების საქმეზე გამოძიება დასრულდა
მსოფლიო

დონალდ ტრამპი რობერტ მიულერი
ფოტო: shutterstock.com
აშშ-ის სპეციალური პროკურორის რობერტ მიულერის გამოძიება დასრულდა. გამოძიება 2016 წლის საარჩევნო კამპანიისას ტრამპის რუსული კავშირების საქმეს სწავლობდა. ამის შესახებ BBC წერს.
მიულერის ანგარიში იუსტიციის დეპარტამენტში გაიგზავნა, სადაც გენერალური პროკურორი უილიამ ბარი გადაწყვეტს რა დოზით გაასაჯაროებს საქმის დეტალებს კონგრესთან.
კონგრესისთვის მიწერილ წერილში ბარი დასძენს, რომ უახლოეს პერიოდში დასკვნების გაკეთებას შეძლებს.
მიულერის ანგარიშის დეტალები მედიისთვის არ გასაჯაროებულა.
ანგარიშში 22 თვის განმავლობაში, როდ როზენშტეინის პროკურორის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ გამოტანილ გადაწყვეტილებებზეა ლაპარაკი.
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის სპიკერი განმარტავს, რომ ის არ ილაპარაკებს დამატებითი დეტალების შესახებ და დასძენს, რომ ძირითადი აქცენტები შესაძლოა უილიამ ბარის დასკვნებში გაცხადდეს.
დონალდ ტრამპი და სხვა რესპუბლიკელები ხშირად გმობდნენ გამოძიებას და მას „ჯადოქრებზე ნადირობად“ მოიხსენიებდნენ.
თეთრი სახლის პრესსპიკერი სარა სანდერსი გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, რომ პროცესების განვითარება უილიამ ბარზეა დამოკიდებული და იმედს გამოთქვამს, რომ საქმე არჩეული კურსით განაგრძობს სვლას.
დონალდ ტრამპის პირადი ადვოკატები რუდი ჯულიანი და ჯაი სეკულოვი ანგარიშის გამოქვეყნებით კმაყოფილები არიან და სამომავლო ნაბიჯების განსაზღვრაში უილიამ ბარს უცხადებენ ნდობას.
2016 წლის დეკემბერში, აშშ-ის სპეცსამსახურებმა მოამზადეს სპეციალური ანგარიში ამერიკულ არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ. რის შემდეგაც, კონგრესის სამმა კომიტეტმა და სპეციალურმა პროკურორმა, FBI-ის ყოფილმა დირექტორმა რობერტ მიულერმა საქმის გამოძიება დაიწყეს.
გამოძიების ფარგლებში 30-ზე მეტ ადამიანს წაუყენეს ბრალდება. მათ შორის იყვნენ აშშ-ის ტრამპის საარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი, პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინი, საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ყოფილი მოადგილე რიკ გეიტსი, ტრამპის ყოფილი პირადი ადვოკატი მაიკლ კოენი და ასევე ყოფილი მრჩეველი როჯერ სტოუნი.
მომხდარს ნიუ-იორკელმა დემოკრატიც გამოეხმაურა მიკრობლოგ Twitter-ზე და იმედი გამოთქვა, რომ, მიულერს სრული ანგარიში და მასთან დაკავშირებული მასალები მალე გასაჯაროვდება.
A.G. Barr has confirmed the completion of the Special Counsel investigation. We look forward to getting the full Mueller report and related materials. Transparency and the public interest demand nothing less. The need for public faith in the rule of law must be the priority. pic.twitter.com/QYA2xCR1QW
— (((Rep. Nadler))) (@RepJerryNadler) March 22, 2019





