19 მარტი 2019, 10:59
ნიუ-იორკში სროლის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მსოფლიო

ფოტო: Shutterstock.com
გაზიარება
ნიუ-იორკში უცნობმა პირმა გამვლელებს ცეცხლი გაუხსნა. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციაზე დაყრდნობით NBC New York-ი წერს.
სროლის შედეგად 3 ადამიანი დაიჭრა. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა მანჰეტენის ერთ-ერთ რაიონში, აღმოსავლეთ ჰარლემში მოხდა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.





