ბერლინის კედელს დამცავ ღობეს უკეთებენ
კულტურა

ბერლინის კედელი
გერმანიის ხელისუფლება ბერლინის კედლის დაცვის მიზნით, უსაფრთხო ღობის დადგმას აპირებს. ამის შესახებ The Art Newspaper-ი წერს.
ამის მიზეზი მოზღვავებული ტურისტებია, რომლებიც კედელზე მოხატულ გრაფიტის აზიანებენ. ყველა სურათი გაერთიანებულია ღია ცის ქვეშ განთავსებულ East Side Gallery-ში. მისი ზოგიერთი ფრაგმენტი სხვადასხვა დროს დაზიანდა.
„რამდენჯერმე მოგვიწია ადამიანის დაკავება. არ გვინდა, რომ ასე გაგრძელდეს“, - აცხადებს გალერიის მენეჯერი კანი ალავი. მან აღნიშნა, რომ ბევრ მნახველს სურს კედლის მცირე წილის წაიღება ან უკვე დახატულ გრაფიტის, თავისი ინტერპრეტაციის შემატება.
დამცავი ბარიერი 2018 წლის ზაფხულისთვის დაიდგემა.





