imedi
ბათუმის მუსიკალურ ფესტივალს NAZARETH-ი დახურავს
კულტურა

ბათუმი
21 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით ბათუმში მუსიკალური ფესტივალი European Spring Sound-ი გაიმართება.
ფესტივალი ქართული ფოლკლორით გაიხსნება. წარმოდგენილი იქნება აჭარული, აფხაზური, ლაზური და ოსური პერფორმანსები.
22 აპრილს უკრაინული ჯგუფი LUIKU დაუკრავს.
23 აპრილი როკის დღეა - Tim Ripper Owens (ex-Judas priest), Doogie White (ex-Rainbow).
24 აპრილი - იმრე კალმანი "ჩარდაშის დედოფალი" - უნგრეთის თეატრის სოლისტები, უნგრეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, ბუდაპეშტის ცეკვის აკადემიის კორდებალეტი.
ფესტივალს 70-იანი წლების როკჯგუფი NAZARETH-ი დახურავს.
ბილეთის მინიმალური ფასი 10 ლარი, მაქსიმალური 20 ლარი იქნება.





