06 მარტი 2019, 09:21
„ბილბორდის ცხელი ასეულის“ სათავეში Shallow მოექცა
კულტურა
გაზიარება
ბრედლი კუპერისა და ლედი გაგას დუეტი, რომელმაც ოსკარი აიღო, ახლა ,,ბილბორდის ცხელი ასეულის“ სათავეში მოექცა. ამის შესახებ Billboard-ი წერს.
,,ოსკაროსანი” კომპოზიცია, რომელიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში რეიტინგის ათეულშიც კი არ შედიოდა, ამჯერად მოწინავე პოზიციაზეა.
„ოსკარის“ დაჯილდოების ცერემონიაზე ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა დუეტი შეასრულეს, რომელსაც მათი პერსონაჟები Star is born-ში ასრულებენ.





