imedi
საუდის არაბეთში გასართობი ქალაქი აშენდება
კულტურა

საუდის არაბეთში, ქალაქ რიადჰის მახლობლად, 334 კვადრატულ მეტრ ფართობზე, გასართობი ქალაქი აშენდება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ცნობილია, რომ "გასართობ ქალაქში" სხვადასხვა ატრაქციონი და გასართობი საშუალებების მოწყობა იგეგმება, მათ შორის "ამერიკული მთების", "საფარისა" და SIX FLAGS-ისნაირი ატრაქციონების. საუდის არაბეთის ოფიციალური უწყებების ცნობით, მსგავსი ტიპის "ქალაქი" მსოფლიოსთვის პირველი იქნება.
მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულება 2022 წლისთვისაა დაგეგმილი. პროექტის ავტორები იმედოვნებენ, რომ "გასართობი ქალაქი" არა მხოლოდ ტურისტებს მოიზიდავს, არამედ საუდის არაბეთის მოქალაქეებისთვისაც იქნება მიმზიდველი, სადაც ისინი დაისვენებენ და გაერთობიან.
2016 წლის ივნისში, კომპანია Six Flags-მა განაცხადა, რომ საუდის არაბეთში რამდენიმე გასართობი პარკის მშენებლობას იწყებდა, რომელთა საშუალო ღირებულებაც 300-იდან 500 ათას დოლარამდე იქნება.
კომპანია Six Flags შეერთებულ შტატებში რამდენიმე ათეული გასართობი პარკის მფლობელია.





