ნუცა ტრაპაიძე
პირველი მუსიკალური ინტერნეტმაუწყებელი ქართულ ფოლკლორს და კულტურას გააშუქებს
კულტურა

მსოფლიოში პირველი მუსიკალური ინტერნეტმაუწყებელი Boiler Room-ი ქართულ ფოლკლორს, კულტურასა და ალტერნატიულ მუსიკას გააშუქებს. ადგილობრივი და უცხოელი არტისტები 2 დღის განმავლობაში თბილისის ცნობილ კლუბებში დაუკრავენ და მათ შემოქმედებას "Boiler Room"-ის საშუალებით მთელი მსოფლიოს მასშტაბით რამდენიმე მილიონი ადამიანი იხილავს.
"Boiler Room"-ის სამაუწყებლო რუკაზე საქართველოს დატანა ხელს შეუწყობს ქართული კულტურის ცნობადობის ამაღლებას მსოფლიოს მასშტაბით. ვიზიტის ფარგლებში იგეგმება დოკუმენტური ფილმის, ქართული მრავალხმიანი ფოლკლორის ვიდეოტრანსლირება. საქართველოში Boiler Room-ის პროექტს მხარს უჭერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. პროექტის შესახებ ინფორმაცია საერთაშორისო მედიის საშუალებით გაშუქდება: Boiler Room, Crack Dummy, The Quietus, THUMP, Electronic Beats, XLR8R.





