imedi
ამერიკის კინოთეატრები ტრამპის პოლიტიკას "1984"-ის ჩვენებით გააპროტესტებენ
კულტურა

შეერთებული შტატების მასშტაბით, 200-მდე კინოთეატრი აშშ-ის პრეზიდენტის პოლიტიკას ჯორჯ ორუელის ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმით "1984"-ის ჩვენებით გააპროტესტებს. ინფორმაციას NBC ავრცელებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ალიასკიდან არიზონას შტატამდე, აქციაში მონაწილეობას 185 ქალაქის კინოთეატრი მიიღებს. მათი თქმით, შტატების გარდა აქციას უერთდება კანადა, დიდი ბრიტანეთი, შვედეთი, ჰოლანდია და ხორვატია.
კინოთეატრების გაერთიანების თქმით, ისინი ცდილობენ დაიცვან ისეთი ღირებულებები, როგორებიცაა: სიტყვის თავისუფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებები და, რომ არ არსებობს "ალტერნატიულ ფაქტებზე" უფრო მეტი ჭეშმარიტება.
ჯორჯ ორუელის "1984"-ში თხრობა 4 აპრილს იწყება, სწორედ ამიტომ აქციის ორგანიზატორები აქციას დღეს, 4 აპრილს გამართავენ.
ანტიუტოპიური შინაარსის მქონე რომანი, რომლის მთავარი მესიჯიცაა "Big Brother is Watching You", თანამედროვე მსოფლიოში აქტუალობას არ ჰკარგავს. წიგნის გაყიდვები განსაკუთრებით გაიზარდა დონალდ ტრამპის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ჯორჯ ორუელის რომანის მიხედვით, ფილმი 1984 წელს რეჟისორმა მაიკლ რედფორდომ გადაიღო.





