imedi
დისნეის ანიმატორებმა განმარტეს თუ რატომ აქვთ გმირებს 5-ის ნაცვლად 3 ან 4 თითი
კულტურა
ის, ვინც ანიმაციური მულტფილმების მოყვარულია, ალბათ ერთხელ მაინც უკითხავს საკუთარი თავისთვის, რატომ აქვთ სერიალის გმირებს 5-ის ნაცვლად 4 ან 3 თითი. ამ შეკითხვაზე პასუხი ტელეკომპანია BBC-ის დისნეის ანიმატორებმა ჯეფ მარშმა და დენ ფოვენმაირმა უთხრეს.
"იცით რამდენი დრო მიაქვს1 წამისთვის 24 კადრის დახატვას? 5-ის ნაცვლად 4 ან 3 თითის გამოყვანა კი ძალიან ბევრ დროს ზოგავს," - თქვეს ანიმატორებმა.
მათ დამწყებ ანიმატორებს რჩევებიც მისცეს და პროფესიული საიდუმლოებებიც გაუმხილეს. ერთ-ერთი მთავარი რჩევა კი ის არის, რომ ანიმაციაში უდიდეს ყურადღება თვალის ხატვას უნდა დაეთმოს. კიდევ ერთი რჩევა ისაა, რომ ნახატი მკვეთრი კონტურებით უნდა შესრულდეს.
ჯეფ მარში და დენ ფოვენმაირი ემის ორგზის გამარჯვებულები არიან. ჯეფ მარში კი ამერიკული ანიმაციური სერიალის The Simpson-ის ერთ-ერთი მთავარი ანიმატორი იყო.





