არმაზისხევის სამარხში აღმოჩენილი ნივთები. ფოტოკოლაჟი
კულტურა

ფოტო: კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაფინანსებით 2018 წელს არმაზისხევში ჩატარდა გადარჩენითი არქეოლოგიური სამუშაოები.
არქეოლოგიური სამუშაოების დაწყებამდე ამ ტერიტორიაზე მესაკუთრემ აწარმოა მიწის სამუშაოები, გაჭრა ქვაბული, რა დროსაც დაზიანდა გვიანბრინჯაო-ადრერკინის პერიოდის სამაროვანის ნაწილი. მიმდინარე წლის გაზაფხულზე მოსული უხვი ნალექების გამო გაშიშვლდა და დანგრევის საფრთხე დაემუქრა ქვაბულის ჭრილებში გამოჩენილ სამარხებს.
ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგად, დადგინდა რომ ქვაბულის ჭრილებში გამოვლენილ სამარხთა ნაშთებში აღმოჩენილი ინვენტარი პარალელებს პოულობს როგორც საკუთრივ მცხეთის, ისე ქართლის ტერიტორიაზე გამოვლენილ გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სხვადასხვა სამაროვნებზე (წეროვანი, ნარეკვავი, სამთავრო და ა. შ), მოპოვებული სამარხეული ინვენტარი ზოგადად გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანით უნდა დათარიღდეს.
სამუშაოებს ხელმძღვანელობდა არქეოლოგი ნიკოლოზ მაისურაშვილი.




