30 მარტი 2017, 16:17
თაკო დარახველიძე
კინოფესტივალი goEast-ი ქართულ ფილმებს უმასპინძლებს
კულტურა

გაზიარება
26 აპრილი-2 მაისი, გერმანია - საერთაშორისო კინოფესტივალი goEast-ი ქართულ ფილმებს უმასპინძლებს. ფესტივალი ნანა ექვთიმიშვილის და სიმონ გროსის ფილმით - "ჩემი ბედნიერი ოჯახი" გაიხსნება. მაყურებელი ნახავს ბერლინის კინოფესტივალის მონაწილე რატი ონელის დოკუმენტურ ფილმს - "მზის ქალაქი", პირველი ქართველი ქალი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის ფილმს - "ბუბა", ლანა ღოღობერიძის ფილმს - "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და ნუცა ალექსი-მესხიშვილის ფილმს - "ბედნიერება".





