imedi
True Detective-ის მესამე სეზონზე მუშაობა დაიწყო
კულტურა

The Hollywood Reporter-ის ცნობით, სერიალ True Detective-ის მესამე სეზონის სცენარზე მუშაობა უკვე დაწყებულია. პროექტი HBO-ს ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ და რეიტინგულ სერიალად ითვლება.
როგორც გამოცემა წერს, HBO-ს ოფიციალურად ჯერ არ დაუანონსებია მესამე სეზონზე მუშაობის დაწყება, მაგრამ სცენარისტები ნიკ პაზოლატო და დევიდ მილჩი Hollywood Reporter-ს სცენარზე მუშაობას უდასტურებენ. ცნობილია, რომ მათ მესამე სეზონის პირველი 2 სერიის სცენარი უკვე დაწერეს.
სერიალის მესამე სეზონის გადაღებაზე საუბრები ბოლო სეზონიდან ორი წლის შემდეგ დაიწყო. რამდენადაც True Detective-ის პირველი სეზონით, მნახველთა თითქმის სრული უმრავლესობა აღფრთოვანებული იყო. აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია მეორე სეზონმა, რომელშიც მთავარ როლებს კოლინ ფარელი, ვინს ვონი და რეიჩელ მაკადამსი ასრულებდნენ.
True Detective პირველად მაყურებელმა 2014 წლის 12 ნოემბერს იხილა. მასში მთავარ როლებს მეთიუ მაკკონაჰი და ვუდი ჰარელსონი ასრულებდნენ. სერიალის რეიტინგი IMDB-ზე 9.1-ია.





