imedi
ევროპის მოედანზე გალა-კონცერტი საზეიმო ფოერვერკით დასრულდა
კულტურა

კონცერტი ევროპის მოედანზე
თბილისში, ევროპის მოედანზე, ვიზალიბერალიზაციის ამოქმედების დღესთან დაკავშირებით მიმდინარე გალა-კონცერტი - "ევროპისკენ" - საზეიმო ფოერვერკით დასრულდა.
კონცერტში მონაწილეობას, სოლო შემსრულებლებთან ერთად, ბენდები, ორკესტრი დავით მაზანაშვილის ხელმძღვანელობით, ოპერის ქალთა გუნდი, ქართული ხმები და სხვა შემსრულებლები იღებდნენ.
კონცერტს ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე.
კონცერტი ევროპის მოედანზე 21:00 საათზე დაიწყო 2 საათს გასტანა.
დღეს საღამოსვე, ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა მთავრობის ადმინისტრაცია, თბილისის ანძა და მშვიდობის ხიდი.





