ბერლინის მუზეუმიდან 1 მილიონი დოლარის ღირებულების მონეტა მოიპარეს
კულტურა

ბერლინის ბოდეს მუზეუმიდან 100 კგ წონის ოქროს მონეტა მოიპარეს, რომლის ნომინალური ღირებულება ერთ მილიონ დოლარს უდრის. ამის შესახებ Deutsche Welle-ე გერმანიის პოლიციაზე დაყრდნობით აქვეყნებს.
მოპარული მონეტა, სახელწოდებით „დიდი ნეკერჩხლის ფოთოლი“ 100 კილოგრამს იწონის და სუფთა ოქროსგანაა დამზადებული. მისი დამზადებისთვის გამოყენებული მასალებისა და სამუშაოების ღირებულება 3,7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
პოლიცია მიიჩნევს, რომ მუზეუმი რამდენიმე ადამიანმა გაძარცვა. ისინი შენობაში ფანჯრიდან შევიდნენ.
პოლიციას ჯერ არ დაუდგენია, თუ როგორ შეძლეს ქურდებმა სიგნალიზაციის გათიშვა და მძიმე წონის ექსპონატის გატანა.





