imedi
შტირლიცს eBay-ზე ყიდიან
კულტურა

ინტერნეტპორტალ eBay-ზე ფილმ „გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვებიდან“ (Семнадцать мгновений весны) ორი ფოტო გამოჩნდა, რომელთაც ნაცისტური გერმანიის გენერლების უნიკალურ სურათებად ასაღებენ.
პირველ ფოტოზე შტირლიცის როლის შემსრულებელი ვიაჩესლავ ტიხონოვია, ხოლო მეორეზე ლეონიდ კურავლევი, რომელიც ფიურერ აიხმანს თამაშობს.
„ობერშტურბანფიურერი ჰიტლერის ბუნკერში ჭრილობის მიღების შემდეგ 1945 წელი“ – ტიხონოვის ფოტოს ასეთი წარწერა აქვს.
ორივე ფოტო 2,99 (7,30 ლარი) დოლარად იყიდება.
"გაზაფხულის ჩვიდმეტი გაელვება" - 1973 წლის საბჭოთა რუსული ტელესერიალი. გადაღებულია რეჟისორ ტატიანა ლიოზნოვას მიერ. მთავარი პერსონაჟი რუსი ჯაშუში, ოტო ფონ შტირლიცია.





