imedi
ბათუმის ჯაზფესტივალზე ბილეთების გაყიდვა 27 მარტიდან იწყება
კულტურა

27-30 ივლისს ბათუმში, შავი ზღვის XI ჯაზ-ფესტივალი გაიმართება. კონცერტები, რომელიც 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და კლუბ Take 5-ში ჩატარდება. ფესტივალი ტრადიციულად მსოფლიოში ცნობილ შემსრულებლებს უმასპინძლებს.
პროგრამა ასე გამოიყურება:
27 ივლისი - Cory Henry and The Apostles (კლუბი Take 5);
28 ივლისი - Jamiroquai (ბათუმის ჩოგბურთის კლუბი), Matthew Hartnett & Global Gumbo All Stars (კლუბი Take 5);
29 ივლისი - De La Soul (ბათუმის ჩოგბურთის კლუბი), Lou Berry (კლუბი Take 5);
30 ივლისი - Joss Stone (ბათუმის ჩოგბურთის კლუბი), MF Robots (კლუბი TAKE 5).
ბილეთების გაყიდვა 27 მარტს, დილის 9:00 საათიდან დაიწყება ონლაინ ვებგვერდზე www.tkt.ge.
ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, წელს ისინი მსმენელს ახალ მომსახურებას სთავაზობენ - ბილეთების დაზღვევას TBC-ის დაზღვევით. კერძოდ, მსმენელი ბილეთის დაბრუნებას 20 ივლისამდე შეძლებს და მისი ფასი სრულად აუნაზღაურდება.
დამატებით ინფორმაციას, ორგანიზატორები ფესტივალის ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებენ; მითითებულია ასევე ტელეფონის ნომერიც 2 99 05 99.





