მცხეთაში არქეოლოგიური მუზეუმი UNESCO-ს სტანდარტებით აშენდება
კულტურა

მცხეთა
ფოტო: facebook
მუნიციპალური განვითარების ფონდი მცხეთაში, ძველი კინოთეატრის შენობის ბაზაზე არქეოლოგიურ მუზეუმს ააშენებს. 9-მილიონიანი პროექტი მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
„ძველი ნაგებობის რეკონსტრუქციის შედეგად, შენობაში განთავსდება საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები, ფონდსაცავები და კაფეტერია. პროექტის ფარგლებში არსებული შენობის სივრცეში ინტეგრირებული არქეოლოგიური ძეგლის - „მცხეთის კარიბჭის“ საკონსერვაციო სამუშაოები ჩატარდება. მუზეუმის მიმდებარე საზოგადოებრივი სივრცე კეთილმოეწყობა და აღიჭურვება გარე განათებით, ავტოსადგომით და სხვა ინფრასტრუქტურული ელემენტებით“, - წერია ფონდის მიერ გავრცელებულ ცნობაში.
მშენებლობა UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის სტანდარტების დაცვით ჩატარდება.





