imedi
"მანდარინების" მთავარი როლის შემსრულებელი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა
კულტურა

ლემბიტ ულფსაკი, კადრი ფილმიდან "მანდარინები"
ფილმში "მანდარინები" მთავარი როლის შემსრულებელი, ესტონელი მსახიობი ლემბიტ ულფსაკი გარდაიცვალა. ამის შესახებ, Facebook-ზე ქართველი რეჟისორი ზაზა ურუშაძე წერს.
"ძალიან დამწყდა გული, გარდაიცვალა მანდარინების მთავარი როლის შემსრულებელი, ჩემი უფროსი მეგობარი და არაჩვეულებრივი ადამიანი ლემბიტ ულფსაკი", - წერს ურუშაძე.
ზაზა ურუშაძის ფილმი "მანდარინები", 2015 წელს, ამერიკის კინოაკადემიის გადაწყვეტილებით, ოსკარის 87-ე დაჯილდოვების ცერემონიაზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში ნომინანტებს შორის ესტონეთმა ესტონეთმა წარადგინა.
"მანდარინები" 2013 წელს გადაიღეს. ფილმის პროექტმა 2012 წელს საქართველოს ეროვნული კინოცენტრისა და "ევრიმაჟის"- ევროპის საბჭოს კინოს განვითარების ფონდის, ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა. ფილმში მოქმედება 90-იანი წლების დასაწყისში, აფხაზეთის ომის დროს ვითარდება.





