18 ოქტომბერი 2018, 15:53
თბილისის კონსერვატორიის პროფესორი გულბათ ტორაძე გარდაიცვალა
კულტურა

გულბათ ტორაძე
ფოტო: ეროვნული არქივი
გაზიარება
მუსიკისმცოდნე, პუბლიცისტი და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი გულბათ ტორაძე 90 წლისა გარდაიცვალა.
ის წლების განმავლობაში თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ასწავლიდა.
გულბათ ტორაძე ღირსების ორდენისა და „ხელოვნების ქურუმის“ მფლობელი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი და მნიშვნელოვანი გამოკვლევებისა და წიგნის ავტორია.





