თბილისში ღამის ბიბლიოთეკების გახსნა იგეგმება
კულტურა

ფოტო: shutterstock.com
თბილისში ღამის ბიბლიოთეკების და მულტიფუნქციური სივრცეების გახსნა იგეგმება. კერძოდ, თბილისის მერია გეგმავს, რომ მოაწყოს ადგილები, სადაც წიგნის წაკითხვის გარდა, მსურველებს სამუშაო სივრცე და დასასვენებელი ადგილი დახვდებათ. საუბარია მედიათეკის მსგავს პროექტზე, რომელიც თბილისში უკვე წლებია არსებობს.
რაც შეეხება ღამის ბიბლიოთეკებს, როგორც imedinews-ს თბილისის მერის მოადგილემ სოფო ხუნწარიამ უთხრა, ჯერჯერობით ცნობილი არ არის სავარაუდო ადგილები, თუმცა, ისინი ტურისტულად მიმზიდველ უბნებში გაკეთდება.
მერიაში ღამის ბიბლიოთეკებისა და მულტიფუნქციური სივრცეების პროექტზე მუშაობა 2019 წლიდან დაიწყება.





