imedi
ბრიტანულმა გამოცემამ ქართული 10 უძველეს ენას შორის დაასახელა
კულტურა

ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანია Culture Trip-მა გამოაქვეყნა სტატია - „10 უძველესი ენა, რომლებზეც დღესაც ლაპარაკობენ“ - სადაც ქართული ენაც შეიყვანა.
გარდა ქართულისა სიაში მოხვდა: ივრითი (ებრაული ენა), ტამილური, ლიტვური, სპარსული, ისლანდიური, მაკედონიური, ბასკური,ფინური და ირლანდიური.
სტატიის ავტორი ლანი სილინჯერი აღნიშნავს, რომ „კავკასიის რეგიონი - ლინგვისტების საგანძურია.“
„დიდ კავკასიურ ოჯახში, ქართული ყველაზე ძველია და ერთადერთია, რომელსაც უძველესი ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია.“ - აღნიშნულია სტატიაში.
გარდა ამისა, ხაზგასმულია ის ფაქტორი, რომ შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი ენა გაჩნდა უფრო ადრე. „ენის ევოლუცია, ისევე როგორც ბილოგიური - ყოველ წუთს ხდება. ამიტომ შეუძლებელია, რომელიმე ენას კონკრეტული ასაკი მივაწეროთ. ისინი ყველანი მოხუცები არიან, ისევე როგორც მთელი კაცობრიობა".





