29 აგვისტო 2018, 14:43
იტალიის ქალაქ როკა იმპერიალეს კედელზე დათო მაღრაძის ლექსი განათავსეს
კულტურა
გაზიარება
20 აგვისტოს, იტალიის ისტორიული ქალაქის როკა იმპერიალეს კედელზე ცნობილი იტალიელი პოეტების გვერდით, დავით მარღაძის კერამიკულ ფილაზე ამოტვიფრული ლექსიც განათავსეს.
როკა იმპერიალეს კედელზე დათო მაღრაძის ლექსი სახელად „ნატას და ელენეს“ იტალიურის გარდა ქართულადაც გამოჩნდა.
მანამდე, 2017 წელს ქართველი პოეტი ნობელიანტი პოეტის, სალვატორე კვაზიმოდოს საერთაშორისო კონკურსის ჟიურიმ ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრემიით დააჯილდოვა.




