14 მარტი 2017, 21:36
BBC
სტრადივარიუსის ვიოლინო სცენაზე ბრუნდება
კულტურა

გაზიარება
სტრადივარიუსის ვიოლინო, რომელიც 35 წლის განმავლობაში დაკარგული იყო, სცენაზე ბრუნდება.
1734 წელს დამზადებული, რამდენიმე მილიონად შეფასებული ინსტრუმენტი მუსიკოს რომან ტოტენბერგს კოლეგამ, ფილიპ ჯონსონმა მოჰპარა. ჯონსონის გარდაცვალების შემდეგ, ვიოლინო მისმა ქვრივმა სარდაფში აღმოაჩინა და ტოტენბერგის მემკვიდრეებს დაუბრუნა.
ინსტრუმენტი დაზიანებული იყო. მას რესტავრაცია ჩაუტარდა.
ვიოლინოზე ტოტენბერგის მოსწავლე მირა ვანგი დაუკრავს.





