imedi
მონა ლიზას იდუმალი ღიმილის საიდუმლო ცნობილია
კულტურა

ფრაიბურგის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ლეონარდო და ვინჩის "მონა ლიზას" იდუმალი ღიმილის საიდუმლოს კიდევ ერთი, და სავარაუდოდ, არა უკანასკნელი, ახსნა მოუძებნეს. ინფორმაციას Artnet ავრცელებს.
მეცნიერების თქმით, ნახატი მხოლოდ ერთადერთ ემოციას გამოხატავს და ეს ბედნიერებაა, მონა ლიზას ღიმილის საიდუმლო მის ბედნიერებაშია.
მეცნიერებმა კვლევაში მონაწილე ფოკუს-ჯგუფს ნახატის რვა შავ-თეთრი რეპროდუქცია შეადარებინეს. 7 რეპროდუქციაზე მონა ლიზას გამომეტყველება ოდნავ იყო შეცვლილი - ზოგ ნახატზე სევდიანი იყო, ზოგზე კი უფრო ბედნიერი, მერვე ნახატი კი ორიგინალის ასლი იყო. კვლევის მონაწილეებს რეპროდუქციების მიხედვით უნდა შეეფასებინათ მონა ლიზას ემოცია.
ფოკუს ჯგუფის მონაწილეთა 97%-მა თქვა, რომ მერვე ნახატზე მონა ლიზა ბედნიერების ემოციას გამოხატავდა.





