17 აგვისტო 2018, 01:37
მსახიობი ზაზა ბეჟაშვილი გარდაცვლილი იპოვეს
კულტურა

ზაზა ბეჟაშვილი
ფოტო: facebook
გაზიარება
მსახიობი ზაზა (ზუზუ) ბეჟაშვილი გარდაცვლილი დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში გავრცელდა.
მსახიობის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ. imedinews-ის ინფორმაციით, მას ძალადობის ნიშნები არ აღენიშნება.
პოლიციაში აცხადებენ, რომ ადგილზე გამომძიებლები უკვე მუშაობენ. ფაქტზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის, სსსკ 115-ე მუხლით დაიწყო.





