imedi
ბულბულ ოღლი შესაძლოა UNESCO-ს ხელმძღვანელი გახდეს
კულტურა

ფოლად ბულბულ ოღლი
უცხოური მედიის ცნობით, მომღერალი და აზერბაიჯანის ელჩი რუსეთში ფოლად ბულბულ ოღლი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია UNESCO-ს ხელმძღვანელის პოსტზე, ერთ-ერთ მთავარ კანდიდატად დასახელდა.
აზერბაიჯანის მედიის რწმუნებით, ბულბულ ოღლი არის იდეალური კანდიდატი ამ თანამდებობისთვის, რადგან მას „შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვაში“, - აცხადებს პრესმდივანი ჰიკმეტ გაჯიევი.
ფოლად ბულბულ ოღლი მამედოვი - მომღერალი, მსახიობი, კომპოზიტორი და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩი რუსეთში. 90-იან წლებში ეკავა აზერბაიჯანის კულტურის მინისტრის პოსტი.





