imedi
ედ შირანი Game of Thrones-ის ახალ სეზონში გამოჩნდება
კულტურა

მეიზი უილიამსი ედ შირანი
ბრიტანელი მუსიკოსი ედ შირანი „სატახტოთა თამაშის“ მე-7 სეზონში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სერიალის შემქმნელებმა დევიდ ბენიოფმა და დენ ვაისმა განაცხადეს.
ბენიოფის თქმით, შირანი მსახიობი მეიზი უილიამსის გამო დაპატიჟეს. 19 წლის უილიამსი, რომელიც სერიალში არია სტარკს თამაშობს, მუსიკოსის თაყვანისმცემელია. „წლების მანძილზე გვინდოდა შირანი სერიალში გვყოლოდა და მეიზი გაგვეხარებინა. ამ წელიწადს კი მისი დათანხმება გამოგვივიდა“, - ჰყვება ბენიოფი.
მედიის ცნობით მომღერალი ეპიზოდურ როლს შეასრულებს.
HBO-მ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ „სატახტოთა თამაშის“ მე-8 სეზონი 2017 წლის 16 ივლისს დაიწყება. განსხვავებით წინა სეზონებისგან, წელს მხოლოდ 7 ეპიზოდს ვიხილავთ, სადაც გაერთიანებული იქნება ჯორჯ მარტინის ჯერ კიდევ გამოუქვეყნებელი წიგნების მე-6 და მე-7 ნაწილები.





