imedi
ეროვნულ ბიბლიოთეკაში პროზაული კრებულის პრეზენტაცია გაიმართება
კულტურა

ლიტერატურული პრემია „საბას“ ლაურეატ ოთარ ჯირკვალიშვილის პროზაული კრებულის, „ლაზარეს“ პრეზენტაცია ხვალ, 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება.
კრებული, 2016 წელს „საბას“ საუკეთესო ელექტრონული წიგნის კატეგორიის ლაურეატი გახდა. „ლაზარეს“ პრეზენტაციას გაუძღვებიან მწერალი ლაშა ბუღაძე, პოეტი პაატა შამუგია და ლიტერატურული კრიტიკოსი ლექსო დორეული.
ოთარ ჯირკვალიშვილი 1981 წლის 7 ნოემბერს ქალაქ ონში დაიბადა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში ცხოვრობდა ცხინვალში. თუმცა გასული საუკუნის 90-იან წლებში რეგიონში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის გამო, დედ-მამასა და დასთან ერთად სახლ-კარი დატოვა და იძულებით თბილისში გადმოვიდა.
11 მარტს დაგეგმილი პრეზენტაციის ფარგლებში ცნობილი გახდება გამომცემლობა „პალიტრა L“-ის ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ დეტალებიც.





