თაკო დარახველიძე
ინკლუზიური ცეკვის კომპანია ქენდუკო თბილისს ეწვია
კულტურა

ფოტო: თაკო დარახველიძე
ინკლუზიური ცეკვის ჯგუფი "ქენდუკო" თბილის ეწვია. ეს დასის უკვე მეორე ვიზიტია საქართველოში. "ქენდუკო" ქართველი მაყურებლისთვის ამჯერად ორ წარმოდგენას გამართავს - "ჩართვა და გადართვა" და "მზერა".
"ქენდუკო" არის შეზღუდული და შეუზღუდავი შესაძლებლობების მქონე ბრიტანული მოცეკვავეების ჯგუფი, რომელიც აფართოებს წარმოდგენას ადამიანის უნარებზე. "ქენდუკომ" 2012 წელს ლონდონში paralympic-ის დახურვის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა, ჯგუფ "ქოლდფლეისთან" ერთად.
2015 წელს კი ჯგუფი თეატრალური პრემიის მფლობელი გახდა. "ქენდუკო" წელს მოღვაწეობის 25 წლის იუბილეს აღნიშნავს. მათი წარმოდგენები კი მარჯანიშვილის თეატში 11 და 12 მარტს გაიმართება.





