09 მარტი 2017, 23:14
პაატა კუპატაძე
მოსკოვში გაბრიაძის თეატრის გასტროლები დაიწყო
კულტურა

გაზიარება
რუსეთის დედაქალაქში რეზო გაბრიაძის მარიონეტების თეატრის გასტროლები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია გაბრიაძის თეატრის Facebook გვერდზე გავრცელდა.
მოსკოვში გაბრიაძის დასმა 4 სპექტაკლი ჩაიტანა: „რამონა,“ „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი,“ „ჩემი გაზაფხულის შემოდგომა“ და „სტალინგრადი.“
რეზო გაბრიაძე - ქართველი მხატვარი, მოქანდაკე, სცენარისტი და რეჟისორი. ფართო მაყურებლისთვის ცნობილია, როგორც "ქინ-ძა-ძას" და "მიმინოს" სცენარისტი. თავისი თეატრი მან 1981 დააარსა და მას შემდეგ გაბრიაძის მარიონეტების თეატრი მთელმა მსოფლიომ გაიცნო.





