ქართული ანიმაცია „ჯიბის კაცი“ ნიუ-იორკის საბავშვო ფილმების ფესტივალზე წარადგინეს
კულტურა
27 წლის ანა ჩუბინიძის პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური ფილმი „ჯიბის კაცის“ (The Pocket Man) ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საბავშვო ფილმების ფესტივალში New York International Children's Film Festival მონაწილეობს. ფესტივალში 2500 განაცხადიდან მხოლოდ 100-მა ფილმმა მოიპოვა მონაწილეობის უფლება და მათ შორის, ანა პირველი ქართველია, ვისი პროექტიც ფესტივალის ფინალისტებს შორის მოხვდა. იგი აშშ-ში 15 მარტს უნდა გაემგზავროს, რათა თავისი ნამუშევრის მსოფლიო პრემიერაზე შეძლოს დასწრება. გასამგზავრებელი თანხის შეგროვებაში მას სტატუსის საქველმოქმედო პლატფორმა statusdonates.ge ეხმარება.
დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებგვერდზე www.statusdonates.ge , სადაც ასევე შეგიძლიათ მხარი დაუჭიროთ თქვენთვის საინტერესო სხვა ისტორიებს.





