imedi
Rolling Stone-ის მარტის ნომრის ყდაზე რომის პაპი იქნება
კულტურა

რომის პაპი ფრანცისკე
Rolling Stone-ის იტალიური გამოცემის მარტის ნომრის გარეკანზე რომის პაპ ფრანცისკეს ფოტო განთავსდება. ინფორმაციას იტალიური Rolling Stone ავრცელებს.
პაპ ფრანცისკეს ფოტო წარწერით "პოპ-პაპი" მილანში მის ვიზიტს ეძღვნება, რომელიც 25 მარტს არის დაგეგმილი.
გამოცემის თანახმად, პაპ ფრანცისკემ საკუთარი ქცევებითა და დამოკიდებულებებით ახალგაზრდების გული მოიგო.
"Rolling Stone-ი მიესალმება პაპ ფრანცისკეს, რომელმაც ღარიბებისადმი გულითადი დამოკიდებულებითა და ადამიანების წინაშე რიგითი ადამიანივით მოქცევის მანერით, ახალგაზრდების გული მოიგო. 25 მარტი რომის პაპისთვის ისტორიული დღე იქნება," - წერს გამოცემა.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პაპი ფრანცისკეს ფოტო ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდება. 2014 წელს Rolling Stone-ის ამერიკულმა გამოცემამ გამოუშვა ნომერი, რომელიც პაპს მიუძღვნა.
პაპი ფრანცისკე პირველი პონტიფექსია, რომლის ფოტოც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ჟურნალის გარეკანზე დაიბეჭდა.





