08 მარტი 2017, 15:25
ანა ბერუკაშვილი
თბილისი ქალი ფოტოგრაფების გამოფენას მასპინძლობს
კულტურა

ფოტოგამოფენა თბილისში
გაზიარება
ევროპის სახლი დღეს ფოტოგამოფენას მასპინძლობს. დამთვალიერებელი სამი ქალი ფოტოგრაფის დოკუმენტურ ნამუშევრებს გაეცნობა.
ფოტოგრაფები არიან ნინო-ანა სამხარაძე, ნაზიკ არმენაკიანი და ლალა ალიევა. მათი ნამუშევრები ფერეიდანში, თეირანში, ისპაჰანსა და თავრიზში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ქალების ცხოვრებას ასახავს.





