imedi
CNN-მა ტურისტებისთვის ლიტერატურული მარშრუტი შეადგინა
კულტურა

CNN-მა ცნობილ მწერლებთან და მათ პოპულარულ რომანებთან დაკავშირებული 23 ადგილის სია შეადგინა. ინფორმაცია ტელეკომპანიამ საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა.
ლიტერატურული ტურიზმის მიმართულებების სიაში არის ინგლისი, რომელიც დაკავშირებულია ისეთ მწერლებთან, როგორებიც არიან ჯეინ ოსტინი და ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი, ჯეიმს ჯოისი (დუბლინი), ასევე სტამბოლი (ორჰან ფამუქი), კუბა (ერნესტ ჰემინგუეი), ტოკიო (ჰარუკი მურაკამი), პარიზი (ვიქტორ ჰიუგო), მოსკოვი (მიხეილ ბულგაკოვი), ჯეიმს ბოლდუინი (ნიუ-იორკი) და სხვ.
ტურისტული მიმართულებებში, რომლებმაც შეიძლება წიგნის მოყვარულები დააინტერესოს, ახალი ორლეანიც (აშშ) მოხვდა. ამ დასახლებულ პუნქტში დაიბადა ამერიკელი მწერალი ენ რაისი. სტივენ კინგის შემოქმედების მოყვარულებს აშშ-ის მენის შტატში მოგზაურობას სთავაზობენ.





