imedi
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ცნობილია
კულტურა

მუსიკოს ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი დილატაციური კარდიომიოპათიაა (გულის კუნთის დაავადება). ინფორმაციას BBC მაიკლის გარდაცვალების საქმის გამომძიებელზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამომძიებლის განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი დილატაციური კარდიომიოპათია და ღვიძლის სტეატოზი იყო, აქედან გამომდინარე მუსიკოსის საქმეზე გამოძიება შეწყდა.
მომღერალი, მუსიკოსი და პროდუსერი ჯორჯ მაიკლი 53 წლის, საკუთარ სახლში გარდაიცვალა.
2011 წელს პნევმონიის დიაგნოზით მომღერალი საავადმყოფოში მოხვდა, რის გამოც კონცერტების სერია გადადო. ამბობდნენ, რომ მისი მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, ხოლო ტრაქეოტომიის პროცედურის გამო შეიძლებოდა ხმა დაეკარგა. იმ წელს თავად განაცხადა, რომ გამოჯანმრთელდა.





