27 ივნისი 2018, 20:18
მაიკლ ჯექსონის მამა 89 წლისა გარდაიცვალა
კულტურა

ჯო ჯექსონი
ფოტო: Twitter
გაზიარება
მაიკლ ჯექსონის მამა 89 წლისა გარდაიცვალა. ამის შესახებ უცხოური მედია TMZ-ზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ჯო ჯექსონი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში გამთენიისას, ადგილობრივი დროით 3:30 საათზე გარდაიცვალა.
მანამდე უცხოური გამოცემები წერდნენ, რომ ის საავადმყოფოში პანკრეასის სიმსივნის მეოთხე სტადიის გამო იწვა.
ცნობილია, რომ ჯო ჯექსონი მანამდე სოციალურ ქსელში მის შესაძლო გარდაცვალებაზე მიანიშნებდა.

ჯო ჯექსონმა შექმნა მუსიკალური ჯგუფი Jackson Five, რომლის პროდიუსერიც თავად იყო. ის მისი შვილის, მაიკლ ჯექსონის მუსიკალური პროდიუსერის პოზიციასაც ითავსებდა.





