07 მარტი 2017, 16:00
თაკო დარახველიძე
პარიზში მოდის პირველი მუდმივი მუზეუმი გაიხსნება
კულტურა

გაზიარება
პარიზში მოდის პირველი მუდმივი მუზეუმი გაიხსნება, - იუწყება უცხოური მედია. ამ ისტორიული მოვლენის მთავარი სპონსორი კი COCO CHANEL-ის მოდის სახლია. ხელოვნების ცენტრი The Palais Galliera უკვე წლებია, რაც თანამედროვე გამოფენებსა და ჩვენებებს მასპინძლობს, 2019 წლიდან კი მთლიან სივრცეს მხოლოდ მოდის ისტორია გააცოცხლებს, მე-18 საუკუნიდან მოყოლებული დღემდე.
მოდის მუზუემში ასევე განთავსდება COCO CHANEL-ის დარბაზი, სასწავლო სივრცე და სამკითხველო ოთახი. ამისთვის CHANEL-მა 5.7 მილიონი ევრო გამოყო.





